საფრანგეთში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ცოტა ხნის წინ გერმანულმა სააგენტოებმა გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ 52 პროცენტს ურჩევნია, ნაკრების თამაშის დროს ტელევიზორთან იყოს და შეხვედრას თვალი მიადევნოს, ვიდრე საყვარელ ქალთან ერთად ლოგინში იკოტრიალოს.
ამასთან ერთად, 38 პროცენტს ფეხბურთის ყურებაც სურს და საყვარელ ადამიანთან ყოფნაც, ანუ ისინი ამბობენ, რომ ტელევიზორს საძინებელში გაიტანენ.
ზოგადად, სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ევროპის ჩემპიონატის დროს არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ ნაკრების მწვრთნელებისთვის პრობლემატური საკითხია და ამას ყველა სხვადასხვაგვარად უყურებს.
მაგალითად, ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა თავიდან განაცხადა, ფეხბურთელებს ჩემპიონატზე ცოლებთან ურთიერთობას ავუკრძალავო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და აღნიშნა, რომ ამას არ გააკეთებს და სამ დღეში ერთხელ მოთამაშეებს მეორე ნახევრებთან განმარტოების საშუალებას მისცემს.
აი, ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე კი მოთამაშეებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ამბობს, რომ მათ ცოლებთან შეხვედრის ნებას ყოველ საღამოს დართავს.