„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელების მიზნით, ფერმერებს „აგრო ბარათები“ გადაეცემათ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ბარათები ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებს უკვე გადასცა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ბარათების მიღების მიზნით დროულად მიაკითხონ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს და დაიწყონ მზადება ხვნა-თესვის ჩატარებისთვის.
(R)