გუშინ საღამოს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვდა. "გურია ნიუსი" სწორედ ამ დროისთვის გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება და უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს და მოსალოდნელია ქარბუქები. ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
შენიშვნა: კადრები გადაღებულია, სურამის, ხაშურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.