შენგენის ზონის დაშლა ევროკავშირს შეიძლება ათი წლის განმავლობაში 1,4 ტრილიონი ევრო დაუჯდეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS Bertelsmann Foundation-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევამ დაადგინა, რომ ევროკავშირის საზღვრების კონტროლი იმპორტის ფასებს სამი პროცენტით გაზრდის, რაც 2016-დან 2025 წლის ჩათვლით გერმანიას 235, ხოლო საფრანგეთს 244 მილიარდი ევრო დაუჯდება.
მისივე ცნობით, შენგენის ზონის დაშლა ასევე ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ტვირთად დააწვება.
"თუ ევროპაში საზღვრების კონტროლი აღდგება, ისედაც დასუსტებული ეკონომიკა კიდევ უფრო ზეწოლას განიცდის,"_აცხადებს Bertelsmann-ის პრეზიდენტი არტ დე გეუსი.
როგორც ცნობილია, შენგენის ზონა 30-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა და 26 წევრისგან შედგება, რომელთაგან 22 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თუმცა ლტოლვილების დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ევროკავშირი საზღვრებზე კონტროლის სისტემის გამკაცრებას მოითხოვს.