ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალ "როლინგ სთოუნზისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი მუსიკალური გემოვნების შესახებ ისაუბრა.
ობამას თქმით, იგი ჯერაც თავისი ახალგაზრდობის დროინდელ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას და ძირითადად ბობ დილანს, "როლინგ სთოუნზსა" და სტივ უანდერს უსმენს.
გარდა ამისა, მის გემოვნებაში ჯდებიან ჯაზური შემსრულებლები – ჯონ კოლტრეინი და მაილზ დევისი.
პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მის "აიპოდში" ორი ათასამდე მუსიკალური კომპოზიციაა ჩატვირთული, მათ შორის რეპ-ბალადებიც, ჯეი–ზის, ლილ უეინისა და ნასის შესრულებით.