DAILYMAIL-ის ინფორმაციით, დაბინძურებისგან გამოწვეული საფრთხე ქუჩებში დიდია, მაგრამ ბევრი ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უმეცარი რისკების მსხვერპლი ხდება.
მაუწყებლის ცნობით, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის ექიმებმა და პედიატრებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც 40 000-ზე მეტი დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელი დაბინძურებული ჰაერის მსხვერპლი ხდება, ხოლო ევროპაში შიდა ჰაერის დაბინძურების შედეგად 99 000 ადამიანი იღუპება.
სამეფო კოლეჯის ექიმების ვარაუდით, ყოველდღიური სამზარეულო პროდუქტები, ჰაერის არომატიზატორები, დეოდორანტები და სხვა წვრილმანი საწმენდი საშუალებები სახლში ჰაერის ხარისხის დაქვეითებას იწვევს.
კვლევის მიხედვით, სუნქვისთვის საშიში ნივთიერებების ჯანმრთელობაზე მოქმედება თვალების წვით, კანის გაღიზიანებით და ხველით გამოიხატება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ცხვირის და ყელის კიბოს იწვევს.
"ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გვერდითი მოვლენებია ფილტვის და თირკმლის გაუვითარებლობა, გულის შეტევები, ასთმა, დიაბეტი, სიმსუქნე და კიბო,"_ აცხადებენ მკვლევარები.
როგორც ცნობილია, მკვლევარებმა 7-9 წლამდე ასაკის 3 000 ბავშვი გამოიკვლიეს.
კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ ამოცანის გადაწყვეტა უჭირთ და უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ, ვიდრე ისინი, ვინც ჯანსაღ ჰაერს სუნთქავენ.