ვირტუალური რეალობა შეიძლება ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმა გახდეს. აღნიშნული განცხადება USATODAY-ის ინფორმაციით მარკ ზუკერბერგმა მობილურების მსოფლიო კონგრესზე გააკეთა.
"ძალიან მალე ჩვენ ვაპირებთ ვიცხოვროთ სამყაროში სადაც ყველას ექნება გაზიარების და განცდების გამოხატვის შესაძლებლობა, ისევე, როგორც თქვენ გაქვთ არსებობის უფლება,"_განაცხადა ზუკერბერგმა.
მისივე განცხადებით, FACEBOOK-ის გუნდი მუშაობს, რომ სოციალური ურთიერთქმედება ვირტუალურ რეალობაში შესაძლებელი გახდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ზუკერბერგის სიტყვა INTERNET.ORG-ისა და FACEBOOK-ის დაპირისპირების მიმართულებით იყო განსაზღვრული.