ნიდერლანდებში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათამდე დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მატარებელი, რომლითაც 15 ადამიანი დალფსენიდან ამსტერდამის მიმართულებით მიემგზავრებოდა, ტექნიკურ ამწეს შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა როდესაც მანქანა რკინიგზის ხაზს კვეთდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.