მსახიობი ჯონი მერფი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსახიობი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
ჯონი მერფის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა გახდა.
"ჯონი მერფის გარდაცვალების გამო ვწუხვართ. ის, დღეს დილით, წმინდა ჯეიმსის სახელობის საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა," _წერია განცხადებაში.