ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ კომპანია Johnson & Johnson-ს 72 მილიონი დოლარის დაზარალებული ოჯახისთვის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელი საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა, Baby Powder talc–ს წლების განმავლობაში იყენებდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები დაავადების წარმოშობას კომპანიის ნაწარმს უკავშირებენ.
ოჯახის ადვოკატების განცხადებით, ფირმამ იცოდა, რომ პროდუქტს შესაძლებელი იყო კიბო გამოეწვია, თუმცა მომხმარებელი ამის შესახებ არ გააფრთხილა.
მაუწყებლის ინფორმაციით, Johnson & Johnson ბრალდებას უარყოფს.
"სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენთვის იმაზე დიდი საზრუნავი, ვიდრე ჯანმრთელობაა, არ არსებობს,"_აცხადებენ კომპანიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით განხილვის სტადიაში ათასობით მსგავსი შემთხვევაა.