ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს ძლიერმა ტორნადომ რამდენჯერმე გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტორნადომ მისისიპიში, ლუიზიანასა და ფლორიდაში საცხოვრებელი სახლების და სავაჭრო ობიექტების ნგრევა გამოიწვია, ხოლო სამი ადამიანი იმსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ათასობით მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სინოპტიკოსები ალაბამასა და ჯორჯიაში შტორმს ელოდებიან.