თუ სირიაში საბრძოლო ქმედებები არ შეწყდება, ქვეყანა შეიძლება დაიშალოს. აღნიშნული განცხადება EURONEWS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა.
"ვიდრე ზოგიერთები მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მოიფიქრებენ, შესაძლოა სირია, როგორც სახელმწიფო დაიშალოს,"_აცხადებს კერი.
როგორც ცნობილია, რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის წინ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რაც ძალაში 27 თებერვალს შევა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ტერორისტულ დაჯგუფებებს არ ეხება.