დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ პოკჰარიდან ჯომსომისკენ მიემგზავრებოდა, ნეპალის დასავლეთით მთას შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის აფრენიდან ცოტა ხანში მასთან კონტაქტი გაწყდა, რის გამოც მის მოძებნას სამი ვერტმფრენი ცდილობდა.
როგორც ნეპალის არმიაში აცხადებენ, თვითმფრინავის პოვნა ნისლის გამო გართულდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავიაკომპანიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის განსაზღვრა უჭირთ, რადგან აფრენის დროს კარგი ამინდი იყო, ხოლო თვითმფრინავი კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.