https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის “ტრენერი” და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა

18:02; 24.02.2016
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

Sputnik-ის ჟურნალისტი ესაუბრა ბრუკლინში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენს, გოჩა ფასეიშვილს, რომელიც მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე–ჩემპიონია. ის ამერიკაში თავის დროზე ჩაკ ნორისმა მიიწვია, მეგობრობს მაიკლ ტაისონთან და კაშპიროვსკის ავარჯიშებს.

თავის დროზე, გურიის სოფლიდან თბილისში ჩამოსული ბიჭი ალბათ ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც მისთვის დღეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა. სპორტული კარიერის პირველ ეტაპზე, ანუ ქართულ-საბჭოურ პერიოდში მან კრივსა და კიკბოქსინგში საქართველოსა და საკავშირო არა ერთი ჩემპიონატი მოიგო და კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე პირველი ქართველი გახდა. ერთ მშვენიერ დღეს ის მსახიობმა ჩაკ ნორისმა მიიწვია, რის შემდეგაც გონება ამერიკული ოცნებით "მოეწამლა", რაც საბოლოოდ აისრულა კიდეც. მისი ძლიერი ქართული ხასიათი ყველაფერში ვლინდებოდა. ერთხელ ატლანტა სითიში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად ამერიკელებს ,,წინწყარო" და ,,ოროველა" მოასმენინა. დღეს იგი მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია. ოჯახთან ერთად ბრუკლინში, სამსართულიან სახლში ცხოვრობს და მის ცნობილ მეგობრებს შორის მაიკლ ტაისონი, შეგირდებს შორის კი კაშპიროვსკია, ამერიკელები დაბადების დღეზე სიურპრიზს უწყობენ, ზაფხულობით კი ლას ვეგასში ისვენებს. უფრო ვრცლად და გურული იუმორით საკუთარ ცხოვრებაზე წარმატებული სპორტსმენი, გოჩა ფასეიშვილი თავად მოგვითხრობს.

_ გოჩა, როგორია თქვენი ცხოვრების ამერიკული ამბავი?

_ 14 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლებლად გურიის სოფელ წიფნარიდან  რუსთავში ჩამოვედი. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. სოფლიდან ჩამოსულს ბევრი სხვანაირად მიყურებდა და ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა. მივხვდი, პირველ რიგში თავის დაცვა უნდა მესწავლა. ცნობილი მოკრივის დავით კვაჭაძის გამოსვლებს ინტერესით ვადევნებდი თვალს და მეც მინდოდა ჩემპიონი ვყოფილიყავი. 1998 წელს მსახიობ ჩაკ ნორისისგან მოწვევა მომივიდა. მოგეხსენებათ, თავის დროზე ის ამერიკისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო კარატესა და კიკბოქსინგში და საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველ წელს ატარებდა. მოკლედ ამერიკის საკონსულოში ვიზა მომცეს, რაც მაშინ სასწაულს ნიშნავდა, მაგრამ გზის ფული ვერ ვიშოვე და ვერ წავედი. შეჯიბრება ორი თვის დამთავრებული იყო, როცა სამგზავრო  ფული ვაი-ვაგლახით შევაგროვე და ამერიკაში მაინც ჩამოვედი. იმ დროს აქ ქართველები ცოტანი იყვნენ. რამდენიმე ღამე ქუჩაში სკამზე მეძინა და მალე ჩემი 120 დოლარიც გამითავდა. ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე კვირა ბენზინგასამართ სადგურზე მაინც ვიმუშავე. პარალელურად ვეძებდი ისეთ სპორტულ კლუბს, რომელიც შეჯიბრებებზე გამიყვანდა. მივედი ლუის ნეგლიას აკადემიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრომოუტერი და შეჯიბრების ორგანიზატორია. ასე გავხდი პროფესიონალი კიკბოქსიორი. ყველა მოწინააღმდეგე ჩამოვიშორე და უფლება მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლა.

_ ამერიკაში ერთი შეჯიბრების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად დარბაზს თურმე,,წინწყარო" მოასმენინეთ, როგორ იყო ეს ამბავი?

_ ეს შეჯიბრება ატლანტი სითიში კაზინო,,ტროპიკანაში" 1998 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა. სწორედ მაშინ საბჭოთა კავშირის ჰიმნი უნდა გაეშვათ, მე კატეგორიული უარი ვთქვი. ჩემს ძმას, ვახტანგს მანქანიდან ანსამბლ ,,რუსთავის" კასეტა მოვატანინე და დარბაზს ჰიმნის ნაცვლად,,წინწყარო" და შემდეგ ,,ოროველა" მოვასმენინე. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ დავამარცხე ცნობილი სპორტსმენი ვიზიო, მაგრამ გამარჯვება მაინც მას ჩაუთვალეს. მახსოვს, როგორ ყვიროდნენ ამერიკელები- გოჩა ჩემპიონიაო. იმ წელს მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომრად დამასახელეს. არც რუსთავში და არც ჩოხატაურში, სადაც დავიბადე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშიც კი არასოდეს დავუსახელებივარ. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი და ინტერკონტინენტალის ჩემპიონი გავხდი, ასევე ამერიკის ვიცე-ჩემპიონი კიკბოქსინგში.– ანატოლი კაშპიროვსკისთან რა ურთიერთობა გაქვთ?
_ ანატოლი კაშპიროვსკი ამერიკაში, ერთ სპორტდარბაზში გავიცანი. არასდროს მინახავს ასეთი ფიზიკური ძალის პატრონი, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფსიქოთერაპევტია, მან რამდენიმე წამში ცხვირის სუნთქვის პრობლემა აღმიდგინა. დღესაც ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩვენს ვარჯიშებს და იმ მომენტს, სადაც მან NTV-ს სტუდიაში ერთი კაცი გათიშა, მსოფლიოს სხვადასხვა არხი დღესაც ხშირად აჩვენებს.

_ ,,გურულები ამერიკაში" _ ძველი და ნაცნობი თემაა _ თქვენი სახით ეს თემა კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟით გამდიდრდა…
_ გურულები ამერიკაში კარგ მოჯირითეებად იყვნენ ცნობილი, მაგრამ მათ რატომღაც რუსებად თვლიდნენ და გურულ კაზაკებს ეძახდნენ. ამ მოჯირითეებს შორის ქალებიც იყვნენ. მართალი ხართ, ახლა ჩემი სახით ამერიკას კიდევ ერთი გურული სპორტსმენიც შეემატა. რა მახსენდება იცით? გურიაში, სკოლაში ჩემი მასწავლებელი სულ მწყევლიდა: შენ წადი მოუსვლელშიო და ხომ ხედავთ, სად ვარ? ასე რომ, თუ ვინმეს ამერიკაში ჩამოსვლა უნდა, ჩემს სოფელში ჩავიდეს, დააწყევლინოს თავი გურულ ქალს და ამერიკის ვიზას უპრობლემოდ მისცემენ.

_ თქვენს ერთ დაბადების დღეზე ამერიკელებმა საოცარი სიურპრიზი მოგიწყვეს როგორ იყო ეს ამბავი?

_ ის დაბადების დღე ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია. საღამო მომიწყვეს ატლანტა სითიში, სადაც მაიკლ ტაისონიც დაპატიჟეს. ეს იყო კაზინო,,სიერზში", საიდანაც დამირეკეს და მთხოვეს, მე და ჩემი მეუღლე აუცილებლად ჩავსულიყავით, მითხრეს, რომ სასტუმრო გადახდილია, რესტორანი შეკვეთილი და 5000 დოლარიც გამზადებულია საჩუქრადო. ამის გარდა გამაფრთხილეს, ერთი სიურპრიზიც გელისო. როცა ადგილზე ჩავედით, იქ ტაისონი დაგვხვდა… თბილად ვისაუბრეთ და მას მერე დავმეგობრდით.

_ ყველაზე უფრო რა მოგწონთ ამერიკულ ცხოვრებაში?
_ ყველაზე მეტად ამერიკაში ის მომწონს, რომ აქ ადამიანი 21 წლამდე არასრულწლოვნად ითვლება და სიგარეტსა და სასმელს ვერ იყიდის, კაზინოშიც არ შეუშვებენ. ჩვენთან კი 15 წლის ბავშვს- კაცი ხარო- ეუბნებიან. თამადად ირჩევენ, სმის ნებასაც რთავენ და სიგარეტსაც აწევინებენ. მერე კი ჯარში წასვლის დროს  ირკვევა, რომ ის უკვე ,,დაბრაკულია". კიდევ ამერიკაში ის მომწონს, რომ აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს, რაც უნდა მძიმე სამსახური ჰქონდეს კაცს, სავარჯიშო დროს მაინც პოულობს. ქუჩაში მოვარჯიშე კაცს ღამის სამ საათზეც დაინახავთ, კარგი იქნება, თუ ქართველები ამერიკელებს ამაში მივბაძავთ.

_ რომელ ამერიკულ წესს თუ ჩვევას ვერ მიიღებთ?

_ რასაც ვერასდროს შევეგუები ამერიკაში ის არის, რომ კაცმა გინდა ცოლი მოიყვანე, გინდა გათხოვდი, სულ ერთია, ასევეა ქალებზეც. აქ ქალს უფრო მეტი ცოლი მოჰყავს, ვიდრე თხოვდება. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ მე და ჩემი ძმა ქუჩაში შვილს ვასეირნებდით და ბავშვმა რამდენჯერმე მამა დამიძახა, რაც ინგლისურად დედას ნიშნავს. ჩემთან ერთი ცისფერი მოვიდა და მეუბნება: რომ იცოდე, როგორ მინდა მეც დედა ვიყოო, ანუ თავისიანი ვეგონე…

_ თქვენს ტრადიციულ ოჯახზე მოგვიყევით…

_ ჩემი მეუღლე, ტანია, უკრაინელია, პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია. ის ჩემი მოსწავლე იყო, კიკბოქსინგში ვავარჯიშებდი. როცა ვკითხე კიკბოქსინგი რატომ აირჩიე მეთქი, ასე მიპასუხა: როცა გავთხოვდები, ქმარი უნდა დავჩაგროო, მე სულელმა კი ყველა ილეთი ვასწავლე. ამიტომ როცა ცოლად გამომყვა, მას მერე ასე დაჩაგრული და ენა ჩაგდებული ვარ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.  ერთად კარგად ვართ, ბრუკლინში საკუთარი სახლი შევიძინე და მწვრთნელად ვმუშაობ. გვყავს 3 წლის გოგონა, რენე, რომელიც ძალიან სპორტული ბავშვია, ყოველ დღე ერთად ვვარჯიშობთ. სამომავლოდ გეგმებიც გვაქვს, ვნახოთ რა იქნება. ზაფხულში მე, ჩემი მეუღლე, შვილი და ძმა მაიკლ ტაისონთან ვაპირებთ სტუმრად ჩასვლას ლას-ვეგასში, სადაც მის დარბაზში უნდა ვივარჯიშოთ.

_ დიდი მადლობა საუბრისთვის და ლას–ვეგასის მერე საქართველოშიც გელოდებით.

თეონა გოგნიაშვილი

წყარო: ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის „ტრენერი“ და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1 მარტი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026

პოლიციელების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

პოლიციამ თელავში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო