ქალაქ ოზურგეთში დღეს "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კონფერენცია გაიმართება.
საჯარო სამსახურები ვიცეპრემიერის დასახვედრად დილიდან ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში დილიდან გადაუღებლად წვიმს.
ქალაქ ოზურგეთის "სერვისცენტრის" თანამშრომლები დილიდან ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში გამწვანების სამუშაოებს ასრულებენ. კონკრეტულად კი რგავენ ბზას და დასუფთავების სამუშაოებს თავსხმა წვიმაში ასრულებენ. აღნიშნულ სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ "სერვისცენტრის" ხელმძღვანელი პირები ვლადიმერ სალუქვაძე და ირაკლი გაბედავა.
"გურია ნიუსის" კითხავზე, რატომ გახდა დღეს, თავსხმა წვიამში აუცილებელი გამწვანების სამუშაოების შესრულება, ვლადიმერ სალუქვაძე კომენტარს არ აკეთებს
"გვაცალეთ მუშაობა… გვაცალეთ მუშაობა"- გვითხრა "სერვისცენტრის" ხელმძღვანელმა.