https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პარლამენტში კომპარტიის დეპუტატებისთვის კომპენსაციის დანიშვნაზე მსჯელობენ

12:02; 26.02.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არც თუ ისე დიდი ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვეს მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

მიმართვას ხელს აწერს სსრ უზენაესი საბჭოს 20 ყოფილი დეპუტატი:  ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვილენ ალავიძე, თენგიზ უჩანეიშილი, გივი აბზიანიძე, ნელი გურგენიძე, ჯემალ კუხალაშვილი, გურმა გუნავა, რამაზ გოგლიძე, ირაკლი მოწერელია, კლიმენტი ჯანჯღავა, რაულ ჯახია, კარლო გარდაფხაძე, ნათელა ვასაძე, ომარ კიკნაძე, ადერკინ კოპლატაძე,  თეიმურაზ ჩხეიძე, ირაკლი ჟორდანია, ნიკოლოზ ცხაკაია და შოთა ჭალაგანიძე.

ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ყველა პოლიტიკური პარტია გარდა კომუნისტური პარტიისა.

შესაბამისად, ყველა „არჩევნები“ მხოლოდ ფორმალური მხარეს ატარებდა, რადგან მხოლოდ კომუნისტური პარტია შეიძლებოდა ყოფილიყო არჩევნების შედეგად გამარჯვებული (1977 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის 1-ლი და მე-13 თავები).

აღნიშნული არ ეხება 1990 წელს ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც დემოკრატიული პრინციპით – მრავალპარტიული მონაწილეობით ჩატარდა. არჩევნების შედეგად კომუნისტური პარტიის კანდიდატები საქართველოს პარლამენტის უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ არეგულირებს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის კომპენსაციის მიცემის საკითხებს. აღნიშნული გათვალისწინებულია კანონის მე-13 მუხლში.

კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის კომპენსაციის მიცემას. კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხი, კერძოდ კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით.

კანონის მიხედვით, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი, რაც შესაბამისად, ყოველთვიურად ხელზე 560 ლარს შეადგენს.

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მიმართა უზენაესი საბჭოს 171 წევრმა, 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის 138 წევრმა, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის 177 წევრმა, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის 164 წევრმა, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის 139 წევრმა და 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის 53 წევრმა.

1990-2016 წლებში ყოფილ პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიის ჯამური ოდენობის მოთხოვნის პასუხად, პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრისთვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნას ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად აღნიშნული მონაცემები მათ არ გააჩნდათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად განთავსებული აქვს 2008 წლის ივნისიდან დღემდე.

როგორც ირკვევა 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით ყოველთვიური სტიპენდია გაიცემოდა 633 საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრზე, 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 639 წევრზე, 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 632 წევრზე, 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 641 წევრზე, 2012 წლის დეკემბრის მდგომაროებით – 643 წევრზე, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 668 წევრზე, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 668 წევრზე, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 665 წევრზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით 2008 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებზე სახელმწიფო კომპენსაციისათვის საჭირო თანხამ სულ შეადგინა 32 695 081 ლარი. ყოველწლიურად პარალმენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 4 მილიონ ნახევარი ლარი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებული საქმის მასალები. საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებისთვის კომპენსაციის მიცემასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა სამი საკომიტეტო მოსმენა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ „კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკითხი ეხება ადამიანის უფლებების კუთხით სამართლიანი მიდგომის პრინციპს. ასევე მიიჩნია, რომ შემოთავაზებული პრინციპი იმსახურებს მხარდაჭერას. მთავრობასთან კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, რათა მოიძებნოს ისეთი ფორმულირება, რომლითაც შესაძლებელი იქნება საკითხის დადებითად და კანონიერად გადაწყვეტა.

მსჯელობის შედეგად კომიტეტმა, საკითხი შეაფასა რა ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში, მიიჩნია, რომ წინადადების ავტორთა მოთხოვნა სამართლიანია და პრინციპის დონეზე მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე შემოთავაზებულ იდეას.“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას, კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2015 წლის 24 სექტემბრის #45 ოქმში მითითებულია, რომ „საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ პრინციპს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინადადების მხარდაჭერა გავლენას იქონიებს უკვე დასრულების პროცესში მყოფ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამიტომ, მთავრობის მხრიდან დადებითი პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიაჩნია წინადადების საკანონმდებლო ინიციატივის სახით ინიცირება.“

აღნიშნული პოზიციები არ გაიზიარა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. კომიტეტის 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მსჯელობის შედეგად კომიტეტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადების ავტორთა პოზიცია, არ მიიჩნია იგი სამართლებრივად და პოლიტიკურად მისაღებად და მიზანშეუწონლად ჩათვალა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების გათანაბრება საქართველოს პარლამენტის წევრებთან.“

საქართველოს სსრ-ის ყოფილი დეპუტატებისთვის კომპენსაციის მიცემა, შეიძლება სამართლიან მოთხოვნად მოგეჩვენოთ (ინიციატივის ავტორებს მოყვანილი ჰყავთ გერმანიის მაგალითი, სადაც სახელმწიფო კომპენსაცია გაიცემა მათ შორის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დეპუტატებისთვის), თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ რამდენად სამართლებრივად, ზნეობრივად და ამავდროულად ეკონომიკურადაც გამართლებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის კომპენსაციის მიცემა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული მასალიდან არ იკვეთება, რომ განცხადების ავტორებმა – ყოფილმა დეპუტატებმა – ახსენეს საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი ან დაგმეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებანი. საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში. სწორედ მათი შრომის შედეგად შეიქმნა ქვეყნის უდიდესი მატერიალური და სულიერი დოვლათი, ამაღლდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. სწორედ იმ ყოფილი დეპუტატებისა და სახელმწიფო მოღვაწეთა თავდადებული შრომის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის განვითარების მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა სსრ კავშირში შემავალ რესპუბლიკებს შორის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა კორპუსს წარმოადგენდა სახალხო-სამეურნეო და სამეცნიერო კულტურული დარგის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლები: მუშები, კოლმეურნეები, სამეცნიერო-ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები, განათლების, ჯანმრთელობის, კულტურისა და სხვა დარგებში მოწინავე პიროვნებები“.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული მასალებიდან იკვეთება, რომ განცხადებაზე ხელმომწერმა პირებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვეს მათ განსაკუთრებულ როლს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ისტორიაში, აღნიშნეს, რომ „ჩვენ თვალწინ ეს ხდებოდა და ჩვენი მონაწილეობით ხდებოდა ეს ამბავი… შესაბამისად ჩვენ ვართ … თვითონ ამ შიდა პროცესის მონაწილე ხალხი… წყობა იყო ერთპარტიული სოციალისტური და ქვეყანას და ერს ემსახურებოდნენ ეს დეპუტატები, ღებულობდნენ კანონებს და ეს კანონები აღმასრულებლებისთვის იყო სავალდებულო…“

დღეს ცივილიზებული სამყარო (გარდა რუსეთისა, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია) თანხმდება, რომ საბჭოთა კავშირი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იყო საქართველოში: რეპრესირებული იქნა ათიათასობით ადამიანი; ყოველმხრივ შეზღუდული იყო არჩევანის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საბჭოთა ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს აჯანყებები და მშვიდობიანი დემონსტრაციები, მათ შორის 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისად აფასებს საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ სისტემას. საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ პრეამბულაში ვკითხულობთ „ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ტოტალიტარულმა კომუნისტურმა საბჭოთა რეჟიმმა მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა – ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი.

დამოუკიდებელ ქართული სახელმწიფოს პარლამენტი აღნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, პირადი ხელშეუხებლობა და თავისუფლება; აღიარებს საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნაში; გამომდინარეობს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობიდან….“

აღნიშნული კანონი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვის გარანტიებს და მათთვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მიცემას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლოს (ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები და 2000 ლარზე მეტი, რაც განსაზღვრულია დასახელებული კანონის 9.4. მუხლში). 

"დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემის პირობები, ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირისათვის ყოველთვიური დახმარების სახით მინიმუმ 107 ლარის გაცემას.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი არის საპენსიო ასაკს მიღწეული, მაშინ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ პენსიას დაემატება ყოველთვიურად 7 ლარი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის #4 დადგენილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“).

საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“, რომელიც 2011 წლის 31 მაისს იქნა მიღებული, მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრა, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი პროპაგანდის საშუალებების აკრძალვა, პირთა გამოაშკარავება, რომლებიც თანამშრომლობდნენ სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და მათთვის კანონით განსაზღვრული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა (ლუსტრაცია).

შესაბამისად ორაზროვან სურათს მივიღებთ მაშინ როდესაც – ერთის მხრივ, კანონმდებლობით ვგმობთ ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს და მათგან დევნილ ადამიანებს ვაღიარებთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ხოლო ამავდროულად, ვიწონებთ საბჭოთა რეჟიმის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხს.

დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ორაზროვნებას. არჩეული უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის, საბჭოთა წარსულის დაგმობის და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების გზა.

ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ინიციატივის ხელმომწერთა ნაწილის უდავო დამსახურებისა საქართველოს კულტურის, მეცნიერებისა თუ სპორტის სფეროების განვითარების კუთხით, ერთპარტიული „არჩევნების“ გზით საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრობისთვის ფულადი კომპენსაცია ვერც ზნეობრივად და ვერც სამართლებრივად გამართლებული ვერ იქნება" _ აღნიშნულია ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, რომ სიტყვით გააკეთოს

12:01; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა

10:10; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18 დეკემბერი, 2025

პროექტმა "წერე ქართულად" შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა

ეთიკის დაცვის მოთხოვნით დარღვეული ეთიკის ნორმები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო