BBC -ის ცნობით, ირანისთვის საყოველთაო სანქციების გაუქმების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
როგორც ცნობილია, რეფორმისტები იმედოვნებენ, რომ მათი გავლენა კონსერვატორებთან შედარებით მაღალი იქნება.
გავრცელებული ცნობით, შედეგმა შესაძლოა გავლენა იქონიოს რეფორმატორი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალ გამარჯვებაზე.
მაუწყებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა და 18 საათზე დაიხურება, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თუ უბნებზე ამომრჩეველთა რიგები იქნება, ამ შემთხვევაში ხმის მიცემა მეტ ხანს გაგრძელდება.




























































