BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასის შტატში, შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა, ხოლო თოთხმეტი დაჭრა, რომელთაგან ათი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ჰესტონის ქარხანასთან მოხდა.
სამართალდამცველების თქმით, დამნაშავე ქარხნის თანამშრომელია და ტერორიზმში ეჭვმიტანილი არ არის.
მაუწყებლის ცნობით, მასობრივი სროლების გამო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს.