საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს თურქმა სამართალდამცველებმა, რომელიც მუღლას რეგიონიდან სირიელი მიგრანტების საბერძნეთში არალეგალურად გადაყვანას ცდილობდნენ. დაკავებულთა შორის არის ქართველი ქალბატონიც.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, გამოცემა www.milliyet.com.tr -ი ავრცელებს, რომლის თანახმადაც სირიელთა შორის 11 ბავშვი და 5 ზრდასრული ადამიანი იყო. ქართველები არალეგალი მიგრანტების გადაყვანას საბერძნეთის ერთერთ კუნძულზე ცდილობდნენ.
ამ დროისათვის დაკავებული ქართველები ქალაქ მარმარისის პოლიციაში იმყოფებიან და მათ წინასწარპატიმრობა შეეფარდათ.
რამდენიმე თვის წინ ხმელთაშუაზღვაში ანალოგიური საქმიანობის გამო ბერძნულმა პოლიციამ ქართველთა სხვა ჯგუფის წევრებიც დააკავა, რომელთაც სირიელი მიგრანტები ძვირადღირებული კატარღით არალეგალურად შეჰყავდათ საბერძნეთში.
გამოყენებულია www.milliyet.com.tr -ის ინფორმაცია
































































