თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეუთოში რუსეთის ელჩის განცხადებების კომენტირებისას ამბობს, რომ ელჩს და მის ბევრ კოლეგას არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა საერთო ევროპული ოჯახისკენ და მომავალში ამ რეალობის შეცვლას შეეცდებიან.
"ეუთო-ში რუსეთის ელჩს ისევე როგორ მის ბევრ კოლეგას არ მოსწონს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი სწრაფვა, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და იყოს იმ უსაფრთხოების სისტემის წევრი, რაც შექმნილია სამყაროში ნატო-ს სახით. მან ეს ვერ დაფარა ღიად ისაუბრა და მისაყვედურა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით არარეალისტური გეგმები, მიზნები და ამოცანები მაქვს და ერთგვარად დამპირდა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება", – განაცხადა მინისტრმა.