"ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში" – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთში ორდღიანი აქცია-კამპანია ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და "ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი" იყო.
"ნამდვილად მხარს ვუჭერ თქვენს აქციას. აუცილებელია ბალანსი იყოს დაცული." – გვითხრა ოზურგეთელმა რომა ღლონტმა.
"აქციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პარლამენტში ქალთა მონაწილეობას. სწორედ ამ ეგიდით გავმართეთ აქცია და მივაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეტი ქალი უნდა იყოს აქტიური და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ იყოს პარლამენტში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში." – ამბობს "ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის"დირექტორი გიორგი გირკელიძე.
"სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რა არის ეს გენდერული თანასწორობა და კვოტები. ყველგან ამას გაიძახიან. აუცილებლად გავეცნობი საინფორმაციო ფურცელს და შემდეგ გეტყვით ყველაფერს, "– გვითხრა გიორგი ანდღულაძემ.
მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი ამბობს, რომ ქალი აუცილებელია პოლიტიკაში.
აქცია-კამპანიები რვა რეგიონის რვა ქალაქის დიდ ბაზრებსა და ბაზრობებზე მასშტაბურად იმართება. პროექტი ბრიტანული ორგანიზაცია "ოქსფამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
"ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი "