გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +15, +20 გრადუსი.
1–3 მარტს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 იქნება.
აღმოსვლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსია მოსალოდნელი.
4 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.