ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გასულ 24 საათში ქურდობის ორი შემთხვევა მოხდა. სოფელ სამებასა და ამაღლებაში სასურსათო მაღაზიები გაქურდეს და როგორც გვითხრეს სურსათი მოიპარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ორივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.