ბაღდადში, კვირას მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბაღდადში, კვირას, ბაზრობაზე ორი აფეთქება მოხდა.
ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა.
სამართალდამცველების თქმით, პირველი აფეთქება დანაღმულმა მოტოციკლმა გამოიწვია, ხოლო მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.