რეზო იმნაძე, ლანჩხუთი:
_ მივესალმები, თუ ხალხი თავადაც მიიღებს მონაწილეობას სოფლისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში.
კობა ჯორბენაძე, ლანჩხუთი:
_ კი, მსმენია და ძალიანაც კარგია. ვნახოთ, შედეგი რა იქნება.
ავთო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი.
გელა რიონიძე, ლანჩხუთი:
_ გამიგია ამის შესახებ და ვფიქრობ, საჭიროა.
ნანა ბეროშვილი, ლანჩხუთი:
_ პირველად მესმის, ვერაფერს გეტყვით.
იოსებ ხოზრევანიძე, ჩოხატაური:
_ კი.
ზურაბ მახარაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი. არ გამიგია არაფერი.
ლიზა უნგიაძე, ჩოხატაური:
_ კი, მსმენია.
ვასილ ბერუჩაშვილი, ჩოხატაური:
_ კი, მსმენია.
ოთარ დოლიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, არაფერი მსმენია.
მერაბ ჭაღალიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, პირველად მესმის.
იური მშვიდობაძე, ოზურგეთი:
_ კი როგორ არა _ მსმენია.
გოჩა ჭანიშვილი, ოზურგეთი:
_ ვინ უნდა ჩაატაროს? არ ვიცი, მაგრამ მე რამდენადაც მსმენია, "ქართული ოცნება" ცდილობს ჩაატაროს კრებები. თუ არ ვცდები, საკრებულოს წევრები ანგარიშს აბარებენ ამომრჩევლებს, მაგრამ რამდენად აკეთებენ საქმეს და აქვთ მოგვარებული პრობლემები, ვერ გეტყვით.
ჟუჟუნა აბულაძე, ოზურგეთი:
_ არა, არ მსმენია.
თამუნა ლომინაძე, ოზურგეთი:
_ არა, არ მსმენია.
ზურაბ ტყეშელიაძე, ოზურგეთი:
_ არა.
მალხაზ კვაჭანტირაძე, ოზურგეთი:
_ კი, მსმენია, მაგრამ მე ვერ ვესწრები.