ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ლესისა და ქვიანის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი გადაიდო.
" გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, ავადობის მაჩვენებელმა მოიმატა. ამასთან დაკავშირებით ლესისა და ქვიანის ბაგა–ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია და ცხრა მარტს განახლდება," – ამბობენ ბაღების ადმინისტრაციაში..