სუდანში 30-ზე მეტი ჟურნალისტი მთავრობის მიერ გაზეთის ძალით დახურვის გამო შიმშილობს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მათ პირი აიკრეს, ხოლო ხელები ჯაჭვით აქვთ დაბმული.
გაზეთის მმართველი რედაქტორის, ხალიდ ფათჰის თქმით, ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო ყურადღების მიქცევა სურთ.
"გვინდა, რომ ყურადღება გავამახვილოთ მთელი ქვეყანაში რა სირთულის წინაშე დგანან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება,"_ამბობს ფათჰი.
როგორც ცნობილია, სუდანის პრესის ისტორიაში ჟურნალისტები პირველად შიმშილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზეთ "El Tayar"-ის გამოცემა პირველად 2012 წელს უშიშროების ძალებმა შეაფერხეს, თუმცა 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გაზეთმა გამოცემის აკრძალვის შესახებ პროცესი მოიგო, ხოლო 2015 წელს ხელისუფლებისგან დისკრიმინაციის შეჩერების მცდელობის გამო მთელ ტირაჟს კონფისკაცია გაუკეთდა, რის გამოც გამოცემა ფინასურად ძალიან დაზარალდა.