პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ რესპუბლიკური პარტიის წარმოამდგენლებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ კომენტირებისას, მან აღნიშნა, რომ მოხდება პარტია "ქართული ოცნების" განახლება.
"ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინაასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო", -განაცხადა პრემიერმა