24 აპრილს, ოზურგეთში შედგა შეხვედრა “კარდაკარის” მუშაობის დაწყების შესახებ. ამომრჩეველთა სიის დაზუსტების ეს მეთოდი გულისხმობს სიის გადამოწმებას თითოეული ოჯახის კარდაკარ შემოვლისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის გზით.
“კარდაკარის” რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით წულაძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ სულ გურიაში 360 რეგისტრატორი იქნება: ოზურგეთში _ 192, ლანჩხუთში _ 92, ჩოხატაურში _ 76. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ოზურგეთში დაფიქსირებულია 64 552 ამომრჩეველი, ლანჩხუთში _ 30 162, ჩოხატაურში _ 18 883.
24 აპრილს, მთელ საქართველოში, საღამოს 6 საათიდან კარდაკარ შემოვლა იწყება: _ რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება ოჯახში მისვლა, თუმცა, უმჯობესია საღამოს 6 საათი, რადგან ამ დროიდან მოქალაქეები უმეტესად, შინ იმყოფებიან, _ უთხრა “გურია ნიუსს” დავით წულაძემ.