საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტააძე აცხადებს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია თბილისის საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე იყოს. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე. მთელ სასამართლოს გიორგი მიქაუტაძის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება", _ აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მას გიორგი მიქაუტაძის მიმართ შენიშვნები არ აქვს.
რაც შეეხება მიქაუტაძესთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, გიორგი მიქაუტაძეს შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, გვენეტაძე ამბობს, რომ საკითხი გადაწყვეტილია და რაიმე ბრალეულობა არ იკვეთება.
ამავე თემაზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და შემოსავლები
ჩაიდინა თუ არა დანაშაული თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯომარეობის კანდიდატის გახმაურებული საქმეები