ასტრონომებმა გალაქტიკა სახელად GN-Z11 აღმოაჩინეს, რომელიც 13, 4 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს დედამიწიდან. აღნიშნული ინფორმაცია ნასა-ს ვებ-გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ინსტრუმენტით დანახული ყველაზე შორეული გალაქტიკაა.
მეცნიერების თქმით, GN-Z11 ირმის ნახტომზე 25-ჯერ ნაკლებია და ჩვენი გალაქტიკის მასის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს, თუმცა სწრაფად იზრდება და ვარსკვლავების წარმოქმნის სიხშირე 20-ჯერ მეტია, ვიდრე დღეს ჩვენს გალაქტიკაში, რაც მათ გალაქტიკის შექმნის პროცესზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.