პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე "ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა. პრემიერმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მოთხოვა საკითხის შესწავლა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პრემიერის დავალებით, "ბათუმის წყლის" დირექტორთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გადაამოწმებენ. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ამ დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარაში "ბათუმის წყლის" დირექტორმა ბოროტად გამოიყება თანამდებობა და უფლებამოსილებას გადააჭარბა.
დღეს მივიღე პრემიერისგან დავალება და დღის განმავლობაში დეტალებში გადავამოწმებთ. ყველა მიიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ პასუხს და თუ აუცილებელი გახდება, გაცნობებთ გადაწყვეტილებებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა ჯავახიშვილმა.