ოზურგეთში გამართულ პასქის ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა. ჩოხატაურელებს წარმოდგენილი ჰქონდათ ულამაზესი ფერებით მორთული სააღდგომო პასკები თუ კვერცხები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა (მზია კვინტრაძე) და ხალხური რეწვის ოსტატი როზა ტყეშელიაძე.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გრან-პრი მიენიჭა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, პირველი ადგილი _ ოზურგეთს, ხოლო მეორე ადგილი დაიმსახურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა.