იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახლად არჩეული თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარუდგინეს.
მოსამართლეებმა გიორგი მიქაუტაძეს წარმატებები უსურვეს და თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
შეხვედრას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანი შვებულებაში იმყოფება.
"ვიცი, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე შვებულებაშია. მისი გადასაწყვეტია, დაესწრებოდა თუ არა ის შეხვედრას", _ აღნიშნა გვენეტაძემ.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და მდივანმა კოლეგიების თავმჯდომარეები წარუდგინეს.