"დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა განწყობას შეუქმნით მოსწვალეებს ქიმიის პირველ გაკვეთილზე. " _ ასე ხსნის ხონის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი გაკვეთილზე "ქიმიის ჰიმნის" სიმღერას.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ ქიმიის პირველ გაკვეთილზე ბევრი აქტივობის გამოყენება შეიძლება _ მათ შორის მუსიკალურად გაფორმებული სპექტაკლის.
"ეს არის ჰიმნი მეშვიდე კლასელებისთვის, რომელიც შეიძლება სხვა კლასებმაც გამოიყენონ. ჰიმნის ტექსტის წინასწარი ცოდნა სავალდებულო არ არის" _ აღნიშნავს პედაგოგი.
ამ ვიდეოში მასწავლებლის გარდა, იმ მოსწავლეებსაც იხილავთ, რომლებსაც ჰიმნი ძალიან მოსწონთ და რათქმაუნდა მოისმენთ გაკვეთილზე შესრულებულ "ქიმიის ჰიმნს".