ქართულ კურორტებზე კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ნაგვით სავსე ბუნკერები და დანაგვიანებული მიმდებარე ტერიტორიები დამსვენებლებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ჩვეული სურათია.
ეს ფოტო ბაკურიანში არის გადაღებული. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, კურორტს უფრო მეტ ყურადღება ჭირდება. ფოტოზე კარგად ჩანს ცხენი, რომელიც ნაგვის ურნიდან გადმოყრილ ნარჩენებს შეექცევა.