დიდი ბრიტანეთი ეგეოსის ზღვაში ნატო-ს პატრულირებას უერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ეგეოსის ზღვაში გერმანიის, კანადის, თურქეთის და საბერძნეთის ეკიპაჟები უკვე პატრულირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში ნატოს პატრულირება კონტრაბანდასთან ბრძოლას უკავშირდება.