https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ასკანაში, ზღვა პრობლემების გამო, “ასკანობაც” ავიწყდებათ

3:04; 27.04.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოფლის რწმუნებულის პავლე მესხიშვილის ინფორმაციით, ასკანაში 515 კომლი ცხოვრობს, თუმცა, რეალური მონაცემი 315-ია. როგორც ყველგან, ამ სოფელშიც მიგრაცია, წყლის, გზის პრობლემა და უმუშევრობაა, არის ბევრი სოციალურად გაჭირვებული ოჯახი, არ ფუნქციონირებს ჩაის ყოფილი ფაბრიკა, მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი. სოფლის ცენტრს “ამშვენებს” სკოლის დამწვარი შენობის ნანგრევი, რომლის რეაბილიტაციაზეც ასკანელები დღემდე ოცნებობენ. სოფელში ტარდება ერთი ტრადიციული ღონისძიება _ “ასკანობა”, რომელიც 11 წელია დაფუძნდა და ყოველ წელს, 30 აგვისტოს იმართება.

_ ჩვენი სოფლის უმთავრესი პრობლემა უწყლობა, უგზოობა და უმუშევრობაა. სოფლის დახმარების პროგრამით თითქოს წყალი გამოიყვანეს, ვითომ გზაც შეარემონტეს, მაგრამ ის ძველი მილები სკდება და ყველგან პატარა “შადრევნებია”. შემოსავლის წყარო თხილია, მანდარინს ფასი არ აქვს, _ ამბობენ ასკანელები.

ასკანის ყოფილი გამგებელი ილია მამალაძე “გურია ნიუსთან” სოფლის წარსულ და ახლანდელ პრობლემებზე საუბრობს, თან თავისი ოჯახის, პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლო შევიწროებაზე საუბრობს:

_ შეიძლება ჩემი ინტერვიუს გამო, პრობლემები შემექმნას. ვიყავი ასკანის გამგებელი 2002-2006 წლებში, ხალხის მიერ არჩეული. ფაქტობრივად უხელფასოდ ვმუშაობდი. მაშინ გავაკეთეთ წყალსადენის ნაწილობრივი რემონტი, მაგრამ მეორე ეტაპზე არ მოგვცეს იმდენი თანხა, რომ დაგვესრულებინა დაწყებული სამუშაოები. მაშინ დაინგრა ასკანის საშუალო სკოლა და იყო სურვილი ან აშენებულიყო ახალი შენობა ან რემონტი ჩაგვეტარებინა ძველისთვის. საბოლოოდ, გავარემონტეთ ძველი, ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობა. ჩემი მეუღლე დირექტორი იყო 2002 წლიდან 2010 წლამდე, შემდეგ გაათავისუფლეს, პოლიტიკური შეხედულებების გამო.

_ შეგიძლიათ, კონკრეტული მიზეზი გვითხრათ?

_ გათავისუფლებისას დაუდეს ასეთი სარჩული, რომ თითქოს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ვერ ჩააბარეს გამოცდები, რაც იყო არასწორი. ჩემი მეუღლის სკოლა 15 სკოლაზე წინ იყო. მე არ მინდა დავასახელო ის სკოლები, რომლის დირექტორებსაც ასეთი მოტივით მართლაც ეკუთვნოდათ გათავისუფლება. იმ დროინდელმა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, კარგად იცით, ვინც იყო, ასე მოისურვა. მას რომ ჰკითხოთ, სამინისტროს ბრძანებააო, თუმცა, ეს არის ზღაპარი _ თუ სამინისტროს აქედან არ გადაეცა მონაცემები, იქ რა იცოდნენ? აქედან მიაწოდეს მათთვის არასასურველი კადრების სია.

შეამოწმონ, ვის ეკუთვნოდა იმ პერიოდში გათავისუფლება. გამოუშვან კომისია და ნახონ იმ პერიოდის მუშაობა, ასკანის სკოლაში რომ იყო, ისეთი სწავლა ბევრგან არ ყოფილა.

_ რის საფუძველზე აცხადებთ, რომ თქვენი მეუღლე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს?

_ 2010 წლის აპრილში გავიკეთე ოპერაცია ჩოხატაურში, ჩემი მეუღლე მადგა თავზე. დაუძახა გამგეობაში ჩემს მეუღლეს მაშინდელმა გამგებელმა მექვაბიშვილმა, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ დაგვაპირისპირა, და პირდაპირ უთხრა, შენზე ამბობენ, ოპოზიცია ხარო და რა ვქნათო. ამ დროს იწყებოდა ადგილობრივი არჩევნები. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, ვინ გითხრათ ესო, თუმცა არ უპასუხა მექვაბიშვილმა _ ჩვენამდე მოვიდა ასეთი ინფორმაცია და თქვენი დახმარების იმედი არ გვაქვს, თუ არ დაგვეხმარები, გაგათავისუფლებო. ჩემმა მეუღლემაც, რაც შეეძლო, ისე დაეხმარა _ არ ვმალავთ, გარკვეული მონაწილეობა მივიღეთ მაშინდელი არჩევნებში კონკრეტული ადამიანის გამარჯვებაში, ახლანდელ რწმუნებულზე მაქვს საუბარი. ის ძალიან კარგი პიროვნებაა, გვერდით დავუდექით, მაგრამ ეს იმ ადამიანებს ვერ შევაგნებინეთ, ანუ “ჩამშვებებს” რომ ეძახიან და ინფორმაცია მიაქვთ ხელისუფლებამდე. მე რასაც ვამბობ, ის მიიტანონ, გადაბრუნებული რომ მიაქვთ! ასე გამითავისუფლეს მეუღლე. მეც შემომთავაზეს რამდენჯერმე, ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, რომ რწმუნებულად დამნიშნავდნენ, მაგრამ ამათთან თანამშრომლობა უკვე აღარ მინდოდა. მე ვემსახურებოდი სოფელს და არა პარტიას. დღეს ყველაფერი პარტიული ნიშნით კეთდება. “მაესტრო” რომ ჩავრთე, ესეც კი მოახსენეს ხელისუფლებას. თურმე, არ გაქვს უფლება 25-ე არხს და “მაესტროს” უყურო.

_ ახლა რას აპირებთ?

_ სიმართლის მხარეზე დგომას. სადაც სიმართლე იქნება, იქ დავდგები, ვაპირებ ქვეყნისთვის, მეზობლისთვის, სოფლისთვის, მომავლისთვის დავდო ჩემი ერთი აგური. უმთავრეს პრობლემად მიგრაციას დავასახელებდი. დაცლილია აქაურობა _ უპერსპექტივო სოფელში რა უნდა ახალგაზრდობას? შეგიძლიათ, ნახოთ გამოკეტილი ოჯახები. კომუნისტების დროს აშენებული სახლები ისე ინგრევა, რემონტს ვერ უკეთებს ადამიანი. არის ოჯახები, სადაც მხოლოდ ღრმა მოხუცებულები ცხოვრობენ და მათი გარდაცვალების შემდეგ, სახლებს გამოკეტვა ემუქრება. ახალგაზრდები, რომლებიც თურქეთში, თბილისში სამუშაოდ არიან წასულები, მიტოვებული აქვთ სახლ-კარი. სოფელი სავალალო მდგომარეობაშია. საქონელიც არ ჰყავთ, ისე ძვირი ჯდება შენახვა. რა ქნას ხალხმა, თავი ირჩინოს თუ საქონელზე იფიქროს? 12 ლარი ღირდა თივა… გეუბნებიან, მოიწიე ყანაო. როგორ? 50 ლარს რომ სასუქში მისცემ, ორლარნახევარს საწვავში გადაიხდი, რა უნდა მოიყვანო? წყლის პრობლემაა, გზის პრობლემაა, ჩვენი სახნავ-სათესი ფართობები მეწყერ-საშიშ ზონაშია, 300 ჰექტარზე მეტი ჩაის ფართობი ეკალ-ბარდების ქვეშაა მოქცეული. ხელისუფლება მალავს და არ აღიარებს, თორემ ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 57 პროცენტი ცხოვრობს სოფელში და აწარმოებს ჩვენი საარსებო პროდუქციის მხოლოდ 8 პროცენტს. თვითონ ვერ იკმაყოფილებს ადგილზე მცხოვრები პიროვნება თავს. სოფლის პროექტებით, როგორც ვიცი, ახლაც გზას აკეთებენ _ მოიტანენ და დაყრიან ინერტულ მასალას, ხრეშს რომ ეძახიან, მაგრამ ეს ხომ დროებითია? ხელმძღვანელობამ, რომელიც ჩინოვნიკებს 50 000-ათას ლარიან წლიურ ხელფასებს აძლევს, საკუთარი ოჯახის წევრები ჩამოიყვანოს და დასვას აქ, სოფელში, ასეთ ამ პირობებში. მერე მიხვდებიან, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი სოფელში. შენდება ოზურგეთი, მაგრამ ვისთვის? მეზობელი მყავს, 2 წელია ქალაქ ოზურგეთში არ ყოფილა _ რა მინდა იქ, ფული არ მაქვსო.

_ არაფრის არ მეშინია, რისი უნდა მეშინოდეს? როცა არ მომწონდა მთავრობა, ყოველთვის ვამბობდი. კარგი სკოლა გვქონდა და დაწვეს ვიღაც ვიგინდარებმა. ახლა ძველი კოლმეურნეობის შენობაში ვართ, რომელიც ვერ გვაკმაყოფილებს. სულ 160 ბავშვია. პრობლემები როგორ არ არის, მაგრამ თუ ხელს გააქანებ, ეს პრობლემებიც ნაწილობრივ მოგვარდება, _ თქვა ასკანის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

შოთა ბერიძე: _ უმუშევრობაა. პენსია _ არა, დახმარება _ არა, 7 სული ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ და სახლი თავზე გვენგრევა?

მაყვალა ცეცხლაძე: _ ძალიან გაჭირვებული ვარ, დედა დიაბეტიანი მყავს. სამუშაო არ არის. შვილს ანთება აქვს, სახლი მენგრევა თავზე, მაგრამ რა ვქნა?

ფოთოლა ნაცვალაძე: _ 2010 წლის 14 სექტემბერს დამენგრა სახლი, ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მივმართე ოზურგეთის გამგეობას, არ მოუციათ დახმარება. ოთხი შვილი მყავს, რომლებსაც ჩემსავით უჭირთ.

_ სოფლის რწმუნებულს მიმართეთ?

_ გაიცინებს და მორჩა. მასხრად მიგდებენ ამ ხნის ქალს.

თამაზ ნაცვალაძე: _ გავაგზავნე წერილი პარლამენტში, საიდანაც ჩამოვიდა პასუხი, რომ ამ ოჯახს დაეხმარეთო. რომ ვუთხარი გამგეობაში, კიდევ წავალ და ჩავიტან წერილს,-მეთქი, მაინც არაფერი გამოვა და რა აზრი აქვსო, მითხრეს.

_ აფხაზეთიდან ვართ ჩამოსახლებული ორი ოჯახი. ოცი წელიწადია აქ ვცხოვრობთ. სადაც ვაფარებდით თავს, ის შენობა დაიშალა. ახლა სხვაგან ვართ შეფარებული, ხელისუფლება ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევს, მხოლოდ 28-ლარიანი დახმარება გვაქვს, _ ამბობს ასკანაში მცხოვრები ერთ-ერთი ლტოლვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მთავარი სპეციალისტი ზვიად ბზეკალავა “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ წარსულ წლებთან შედარებით, ადამიანები უკეთესად ცხოვრობენ, ამის დასტურად… პენსიას ასახელებს!

_ რა პრობლემები გაქვთ სოფელში?

_ ჩვენ? წელს? _ კითხულობს გაკვირვებული.

_ ზოგადად, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა?

_ ჩვენი სოფლის მოსახლეობა? მე რა ვიცი, გამოკითხეთ ხალხი და გეტყვით.

_ თქვენ არ იცით? ჩვენ გამოვკითხეთ და გვითხრეს, რომ უამრავი პრობლემა აწუხებთ.

_ ჩემი აზრით, გასულ წლებთან შედარებით, უკეთესად ცხოვრობენ, რა თქმა უნდა. თანაც, ძალიან უკეთესად.

_ უკეთესობა რაში შეიმჩნევა?

_ უკეთესობა რაში შეიმჩნევა და იმაში, რომ ხალხს გადაადგილების საშუალება უფრო მეტი აქვს და დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ მეტად ჯანსაღად, ვიდრე ცხოვრობდნენ დღემდე(?!).

_ დაგვისახელეთ ერთი ოჯახი, რომელიც “ჯანსაღად ცხოვრობს”.

_ ეს ინტერვიუა? კი, ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ მე მაგისთვის დრო არ მაქვს, დაკავებული ვარ სხვა საქმეებით. თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს და მე ვაკეთებ ჩემს საქმეს.

_ ხალხის პრობლემებზე სასაუბროდ არ გცალიათ? თქვენი საქმე სხვა რა არის?

_ მე ჩემს საქმეს ხუთიანზე ვაკეთებ.

_ რომ ამბობთ, ხალხს გადაადგილების უკეთესი საშუალება აქვსო, რას გულისხმობთ?

_ ყველამ იცით, რომ ადრე პენსია იყო 14 ლარი, დღეს რაცაა და რამდენია ხომ იცით? აი, საშუალებაა ეს!

_ რამდენია?

_ მე მეკითხებით რამდენია? არ იცით?

_ სოციალურ დახმარებას რომ უუქმებენ გაჭირვებულ ოჯახებს და სოფელში ასეთი უამრავი გყავთ, ეგ არ გაწუხებთ?

_ სოციალურ დახმარებას იმიტომ უუქმებენ, რომ იყო შემთხვევები, სოციალური შეჭირვება ხომ იცით, რას ნიშნავს, მერე ამ ოჯახებს ანგარიშზე გარკვეული ათასი დოლარი დაჯდა. ეს გაჭირვებაა? თქვენ საუბარი სულ სხვა გზით გინდათ, წაიყვანოთ… _ გვითხრა ბზეკალავამ და დრო არ მაქვსო, სოფელზე ზრუნვით დამაშვრალი გაგვეცალა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის რწმუნებული პავლე მესხიშვილი “გურია ნიუსთან” სოფლის პრობლემებზე ღიად საუბრობს:

_ გზა, წყალი, _ ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც მთელ მუნიციპალიტეტს აწუხებს. რომ ბრძანდებოდით სოფელში, ხომ მიხვდით, რომ ასე იყო?

_ თქვენგან ოფიციალურად დადასტურება გვინდოდა. სოციალურად დაუცველი რამდენი ოჯახი გყავთ?

_ არ ვიცი ზუსტი სია, ბევრი გადამოწმების პროცესშია, დაზუსტებული არ მაქვს.

_ რას იტყვით ფოთოლა ნაცვალაძეზე, რომელიც თქვენით უკმაყოფილოა, ასევე უკმაყოფილოა თამაზ ნაცვალაძეც.

_ მიბრძანდით გამგეობაში და ნახეთ ჩემს მიერ დაწერილი მოხსენებითი ბარათი და ფოტოები, მარტო მათ კი არ უნდა დაუჯეროთ. როცა აგენტი მოვიდა სოფელში, გადაირია _ 6 ღორი ანგრევდა ჭიშკარსო. როცა უთხრა თამაზ ნაცვალაძეს, მომიწერე ხელი დეკლარაციაზეო, კატეგორიული უარი მიიღო, არ გიწერ ხელსო. ეს ზუსტად ვიცი.

_ წყლის დახეთქილ მილებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ გეთანხმებით. თუმცა, ახლა, მაისში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით უნდა გავარემონტოთ.

_ მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს არის დროებითი რემონტი, რომელიც ერთ თვეში ისევ გაფუჭდება. ისე, როგორც დროებით იხრეშება გზა და ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდება.

_ ყველა წელს ვარემონტებთ გზასაც და წყალსაც. აბა, კაპიტალურად რომ გააკეთო, მილიონ ორასიათასი ლარი უნდა მარტო გზის მოასფალტებას, ორასი ათას ლარამდე სჭირდება წყლის მილების შეცვლას. სოფელს რომ არანაირი საშუალება არ აქვს, ეს ხომ იცით? რაში ეყოფა სოფელს 30 000 ლარი? მე სხვაზე მეტად არ მეწვის ჩემს სოფელზე გული. დამიჯერეთ და მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად მე მინდა, ჩემი სოფელი იყოს განათებული, არ იყოს გაჭირვება…

_ სოფელში გვითხრეს, რომ ინფორმატორებს ხელისუფლებამდე ჩააქვთ ინფორმაციები, ვინ უყურებს “მაესტროს”, ვინ _ 25-ე არხს, ვის აქვს განსხავებული აზრი და ასე შემდეგ.

_ მაგასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

_ “ასკანობა” რომ ტარდება, ის სტადიონი ვნახეთ და მოუწესრიგებელია.

_ რა გვესტადიონება, სოფელში გზა და კვალი რომ არ იქნება, მარტო სიმღერა და ცეკვა-თამაში გვეყოფა? უბრალოდ, შემოვღობეთ და მორჩა! _ გულწრფელად გვითხრა მესხიშვილმა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დახმარების გარეშე დარჩენილები

"სათბურების ქვეყანა"

ყველა სიახლე

სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24.02.2026
საზოგადოება

სიკეთის ბიჭი ნიგოითიდან

11:26; 24.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
მსოფლიო

მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

10:10; 24.02.2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 25 თებერვალს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

10:07; 24.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევით არაფრით განსხვავდება მისგან

10:06; 24.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც იდეალური კავშირი აქვთ

10:02; 24.02.2026
ზაფრანი

ქალი, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა იქორწინოს მამაკაცმა

10:00; 24.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მავნე მამაკაცები

9:59; 24.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო