სლოვენიამ მიგრანტებისთვის საზღვარი დაკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანამ საზღვარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების არ მქონე ლტოლვილებისთვის დახურა.
მაუწყებლის ცნობით, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ლტოლვილების კრიზისის წინაშე დგას, ხოლო შენგენის ზონის მომავალი უცნობია.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ევროპაში მილიონზე მეტი ლტოლვილი არალეგალურად შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიგრანტებისთვის საზღვრების დაკეტვის გამო გაერო შეშფოთებულია, ხოლო AMNESTY INTERNATIONAL-მა მიღებულ გადაწყვეტილებას ლტოლვილებისთვის თავშესაფრის ძიების უფლებისთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმა უწოდა.