ცნობილი ფირალი დათიკო შევარდნაძე შესანიშნავი ჩუბინი იყო: “აბრეშუმის ძაფს არტყამდაო” ამბობდნენ.
მას მაუზერით შეეძლო ტელეგრაფის მავთულის გაწყვეტა. არსებობს ერთი მოგონება: ბავშვები თურმე ტელეგრაფის მავთულს ესროდნენ და ვერ ახვედრებდნენ.
ეს დაუნახავს დათიკოს და უთხრა: თუ გინდათ რომ მოარტყათ, ქვედა მავთულს უნდა დაუმიზნოთო _ ეს თქვა, დააძრო მაუზერი და ერთი გასროლით გაწყვიტა მავთული.
შევარდნაძე საგანს ერთხელ შეხედავდა და ხელუკუღმა მიზანში არტყამდა.
მისი ცოლი გულიჩქა იხსენებდა: “ერჯელ დამთვრალიყო და დამაჩემდა: დადექი ეზოში, კვერცხს დაგადოფ თავზე და ტყვია თუ მუახვედრო კვერცხსო… ვარი არ გამივიდა. დაზომა სამოცი ფეხის ნაბიჯი, დამადვა თავზე კვერცხი, ესროლა ტყვია და კვერცხი თავიდან გადააგდო”.
წყარო ირაკლი მახარაძე ,,გურული ფირალები".