https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვეფხვაძე ივანიშვილთან გადაბარგებულ თანაგუნდელს ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

11:04; 29.04.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ბევრი პარლამენტარი ფიქრობს ოლიგარქის გუნდში გადაბარგებას, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს _ ამ ეტაპზე, მოვლენების მიყურადებას გარედან ამჯობინებენ და ხელსაყრელ დროს ელოდებიან.

დავით ლორთქიფანიძემ “ქრისტიან-დემოკრატები” ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ამხილა. იგი სამი წლის განმავლობაში “ქრისტიან-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსი და ვანის საკრებულოს წევრი გახლდათ.

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ლორთქიფანიძემ თავად მიმართა “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფს. შეთანხმება მასთან მოხდა პარტიის ყრილობამდე რამდენიმე შეხვედრის შემდეგ და სანამ პარტია დაფუძნდებოდა, იგი ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა.

ქდმ-დან წამოსვლის ძირითად მიზეზად, გიორგი თარგამაძის ყოფილი თანაგუნდელი პარტიის პოლიტიკურ კურსს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო: “ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ის პოლიტიკა, რომელსაც “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ახორციელებს ხელისუფლების ეტაპობრივად ცვლილების ფორმით ანუ მოხდეს ხელისუფლების მეთოდურად, ეტაპობრივად ჩანაცვლება, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არის არასწორი გზა. რა თქმა უნდა, აუცილებელია კონსტიტუციური გზით, არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების რადიკალური ცვლილება, იმდენად, რამდენადაც ჩვენს ქვეყანას ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც ჰქონდეს.

ჩემი ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამიმყარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის ლიდერები ჩაბრძანდნენ ჩემს მშობლიურ რაიონში ამომრჩევლებთან შესახვედრად. ამაში ცუდი თავისთავად არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი სერიოზული უხერხულობა _ ვანში არის ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელთან დაკავშირებითაც მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ეს არის საძოვრების საკითხი. ის ქალაქის მოსახლეობას გაუყიდეს და დატოვეს საძოვრების გარეშე, ქალაქს არ აქვს საავადმყოფო, სამშობიარო, გააუქმეს რამდენიმე სკოლა და ბავშვებს 14-16 კილომეტრის მანძილზე უწევთ სიარული. ეს ვიზიტი მათ განახორციელეს ზუსტად იმ ელექტორატთან, რომელთანაც მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

რაოდენ პარადოქსალური არ უნდა იყოს, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” თანაცხოვრების რეჟიმში გადავიდა ხელისუფლებასთან. ვანში, ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას აკეთებდნენ ადგილობრივი ნაციონალი აქტივისტები, გამგეობის თანამშრომლები: გუგა ახვლედიანი, დოგონაძე, კორძაძე და მრავალი სხვა. ეს ადამიანები გამგეობის თანამშრომლები არიან, აქედან გამომდინარე, “ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა” დაპირდა მოსახლეობას, რომ გადაუწყვეტენ ამ პრობლემებს. იმედია, სხვა საჭირბოროტო საკითხებს შეეხებიან, რაც ვანს აწუხებს. მათი ეს ნაბიჯი მარწმუნებს ჩემი გადადგმული ნაბიჯის სამართლიანობასა და სისწორეში.”

“გურია ნიუსის” კითხვაზე, იქნება თუ არა დავით ლორთქიფანიძე ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სახე, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პოლიტსაბჭო იძლევა პასუხს, ხოლო კითხვაზე, ანუ თქვენი პარტიის კარი ღიაა ყველა იმ მიუღებელი ძალისთვისაც, რომლებიც თავის დროზე ბატონმა ბიძინამ დაასახელა? ფანჯიკიძის პასუხი ასეთია: “ჩვენ პარტიისთვის არ გაგვიღია კარი. ეს არის კონკრეტული ერთი ადამიანი, რომელიც ადრე იყო სხვა პარტიაში. მისი მიღება საინიციატივო ჯგუფში არ მომხდარა განცხადებისთანავე. ეს იყო ხაგრძლივი კონსულტაციების შედეგი. ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ შეცდომა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ ამ შეცდომებს და გამოასწორონ. მე არ მინდა ბატონ დათოს პოლიტიკურ შეცდომებზე ვილაპარაკო. ის ისეთ პოლიტიკურ ძალაში იყო, რომელიც ჩვენი გაგებით, ფსევდოოპოზიციას წარმოადგენს. სწორედ ამან მიაღებინა ეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, მისი “ქართულ ოცნებაში” მიღების შანსი ნულის ტოლია, რადგან მარტო შეცდომის აღიარება არ არის საკმარისი. მსოფლმხედველობაში უნდა იყოს თანხვედრა და პარტიის თავმჯდომარე არის მსოფლმხედველობის მატარებელი,” _ განაცხადა კოალიციის პრესმდივანმა.

დავით ლორთქიფანიძის მიერ გაცხადებული ფაქტის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზურაბ გეგიძეს დაუკავშირდა:

_ რამდენიმე წუთის წინ, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თქვენი გამგეობის თანამშრომლები “ქრისტიან-დემოკრატებს” ეხმარებოდნენ მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებაში.

_ გამორიცხულია, ასეთ ფაქტს ჰქონოდა ადგილი. ამას გავარკვევ.

_ მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა _ ახვლედიანი, დოგონაძე, კორძაძე.

_ გავარკვევ. დავაზუსტებ.

_ როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმარებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებაში, ამას ალიანსი ჰქვია, არა?

_ გამორიცხულია, ცრუ ინფორმაციაა. მე, როგორც ვიცი, ამ პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ქალაქის ერთ-ერთ უბანში, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ახვლედიანი ცხოვრობს. შეიძლება, სახლში იყო ეს პიროვნება. დანარჩენებსაც გავარკვევ დეტალურად.

“გურია ნიუსმა” ყოფილი თანაფრაქციელის ბრალდებაზე ლევან ვეფხვაძეს სთხოვა კომენტარი:

_ რამდენიმე წუთის წინ დავით ლორთქიფანიძემ “ქრისტიან-დემოკრატებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ… (ლევან ვეფხვაძემ არც კი დაგვამთავრებინა კითხვა. ავტ.)

_ პირდაპირ გეტყვით _ ჩემთვის მისი საქციელი მოულოდნელი არ იყო. ის არის ადამიანი, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს, რომლისთვისაც ღირებულებები არ არსებობს, არ არსებობს იდეები. რასაც დაუწერენ, აბდაუბდაც რომ იყოს, ყველაფერს წაიკითხავს. ამ ადამიანთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა ბევრი კითხვის ნიშნები. ბოლო სამი თვეა, ჩვენთან მოდის სისტემატური ინფორმაცია, რომ თანხა, რომელსაც ჩვენ ვაგზავნიდით ადგილობრივი ორგანიზაციების დასაფინანსებლად 2008-2010 წლებში, ადგილამდე ვერ მიდიოდა. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა რომ დაინახა ვიღაცეები ამოძრავდნენ და ფულთან დაკავშირებით მას პრობლემები შეექმნებოდა, გადაწყვიტა ჩვენგან წასვლა იქ, სადაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს. ამ შემთხვევაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნამდვილად არ მშურს _ თუ მას სურს ასეთი ადამიანი გვერდით ჰყავდეს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს! იცოდეს, რომ მას განიხილავენ ფულის ტომარად!

_ თუ თქვენ გქონდათ ინფორმაცია ბატონ დავითთან დაკავშირებით, რომ თანხები ვერ მიდიოდა ადგილამდე, საჯაროდ რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ? მის ფრაქციიდან წასვლას ელოდებოდით?

_ დავით ლორთქიფანიძის ბინძური საქმეების გამოფენაში არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და არც ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. სამწუხაროდ, თვითონ გადაწყვიტა ეს გაეკეთებინა.

_ რა თანხებზეა საუბარი?

_ საუბარია იმ აგიტატორების ფულზე, რომელთა ნაწილს, როგორც გვეუბნებიან, თანხა არ მიუღიათ არჩევნების დროს.

_ დავით ლორთქიფანიძე ადასტურებს ფაქტს, რომ თქვენი წარმომადგენლების ვანში სტუმრობას ორგანიზებას უწევდნენ ვანის გამგეობის თანამშრომლები.

_ მან რომ შეირჩინოს ყველაფერი და პოლიტიკური ინდულგენციები მიიღოს, ყველაფერს იკადრებს, სისულელეს იტყვის. კიდევ ბევრ სისულელეებსაც გავიგებთ მისგან.

_ იგი ასახელებს კონკრეტული პიროვნებების სახელებსა და გვარებს, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და გამგეობის თანამშრომლები.

_ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადამიანებთან, რომლების გამგეობის თანამშრომლებმა გადააგდეს და მიწები წაართვეს. თუ გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარ თავს წაართვეს მიწები?! ეს სხვა საკითხია. თქვენ თუ გაშუქება გინდათ, თემა სწორედ ეს იყო, როგორ წაართვა გამგეობამ მოსახლეობას მიწები და იქ იყო მოსული გამწარებული მოსახლეობა.

_ ლორთქიფანიძის სიტყვების ციტირებას მოვახდენ: “აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები”.

_ ერთი წუთით, ერთი წუთით. მე გეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვანში შევხვდით ხალხს, რომელსაც გამგეობამ წაართვა მიწები. თუ ეს ხალხი გამგეობის თანამშრომლები არიან, ეს სხვა საკითხია. დათო ლორთქიფანიძე ფულის გამო ბევრ რამეს იკადრებს. რას გააკეთებს ეს მის სინდისზე იყო და მის ნამუსზე. მე არ მაინტერესებს.

_ მან თქვენი ფრაქციის პოლიტიკური ხედვაც გააკრიტიკა.

_ რას აკრიტიკებდა? იმას, რომ ჩვენ ეტაპობრივად გვინდა ხელისუფლების ცვლილება და მას უნდა კონსტიტუციური გზით?! ვინმე ამას თუ ამიხსნის, რას ნიშნავს კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა, მაშინ მე ბოდიშს მოვიხდი. ასეთი ტერმინი არ არსებობს პოლიტიკაში, არც სამართალში. ამიტომ ვიღაცა დეგენერატი რაღაცას დაუწერს და მერე ის წაიკითხავს, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს.

ამ კაცს თუ რაიმე განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა, სამი წელი იყო ჩვენთან და თავის დროზე ეთქვა. ფულს რომ დაინახავს და მადა აღეძვრება, როცა ოქროს მოყვარეობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ღირებულებები, ეს სხვა საკითხია.

_ როდესაც ამბობს ადამიანი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკეთებდნენ ორგანიზებას ვანში “ქრისტიან-დემოკრატების” ღონისძიებას…

_ მე, გითხარით, არა! ამბობს, რა? გითხარით _ ფული აიღო და ყველაფერს კადრულობს! თუ თქვენ ეგრე გჯერათ, დაიჯერეთ! კი, ბატონო, დაწერეთ. ეს თქვენი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის ნამდვილად!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27 თებერვალი, 2026

საკრებულოს სხდომაზე

ყაჩაღობა ჩოხატაურში

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო