სოციალური ქსელები, "ტვიტერი", "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" ასუსტებს მეგობრულ ურთიერთობებსა და კომუნიკაციის უნარს, გარდა ამისა, მათი გამოყენება ადამიანს ამორალურს ხდის. აღნიშნულ ინფორმაციას DAILYMAIL ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლევარების თქმით, სოციალური ქსელები ინტელექტუალურ, სოციალურ და მორალურ განვითარებას საფრთხეს უქმნის.
როგორც ცნობილია, მკვლევარებმა კვლევის ჩასატარებლად ბაკალავრიატის 149 სტუდენტს კითხვარის შეავსებინეს.
მკვლევარების თქმით, ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელს ყველაზე ხშირად იყენებენ ზედაპირული ცხოვრებისეული მიზნები აქვთ.
ონტარიოში უინდსორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ლოგან ანისეტის, თქმით, "ტვიტერსა" და "ფეისბუქზე" ხშირად გამოიყენება მორალური აღშფოთების გამომხატველი გამოხტომები, რაც ადამიანის რეალურ ცხოვრებაზე აისახება.
"მოზარდებმა და ახალგაზრდებმა შესაძლოა სასწავლებელში დასწრების აკადემიური საათები შეამცირონ, ხოლო ტექსტებში სოციალური ქსელებისგან ათვისებული ტერმინები გამოიყენონ,"_ განაცხადა მან.