ახალ ზელანდიაში საათობრივი შეთანხმების შესახებ კონტრაქტით მუშაობა იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საკამათო პრაქტიკის ამკრძალავი კანონპროექტი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა.
"ეს არის წარმოუდგენელი გამარჯვება და მე ჯერ კიდევ შოკირებული ვარ, ის რომ პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს დაუჯერებელია,"_ განაცხადა "გაერთიანებული კავშირის" ლიდერმა, მაიკ ტრინმა.
მაიკ ტრინის განცხადებით, ახალ ზელანდიაში საათობრივი გრაფიკით ძირითადად კვების ობიქტებში, უსაფრთხოების ფირმებში და დასუფთავების კომპანიებში მუშაობენ.
როგორც ცნობილია, ახალ ზელანდიაში ასობით ათასი მუშა საათობრივი შეთანხმებით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ დამსაქმებლებს კვირის განმავლობაში სამუშაო საათების განაწილება არ გააჩნიათ და დასაქმებულების ნაწილი ხშირად 24/7 ელოდებიან სამუშაოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანონი ძალაში 1 აპრილიდან შევა და მუშებს საშუალებას მისცემს უარი თქვან დამატებით სამუშაოზე, ხოლო დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ დასაქმებულების ყოველ კვირას მინიმალური რაოდენობის საათებით დატვირთვა.