სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტში დღეს ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ნახვას მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა.
ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო."