“მე თქვენ მიყვარხართ” _ ასე ერქვა საღამოს, რომელიც 25 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა შემოგვთავაზა. საღამო მამა თომას ქადაგებით დაიწყო: “იყვარებოდეთ ურთიერთარს, რამეთუ ქრისტე არს ჩვენს შორის, რათა ერთობით ავღიარებდეთ!” _ ჩვეული სიმშვიდით შეგვახსენა მოძღვარმა.
საღამო მიჰყავდა კულტურის ცენტრის სპეციალისტს ედიშერ ღამბაშიძეს. ღონისძიების მონაწილეებმა უამრავი ლამაზი ლექსი, სიმღერა, ცეკვა შესთავაზეს მაყურებელს. ეს საღამო იყო სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ერთგულების ხმამაღალი განცხადება, რასაც მაყურებელთა აპლოდისმენტებიც ადასტურებდა.