ინტელექტთამაშების ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის გუნდი "ტოლსტოევსკი" გახდა.
ინტელექტთამაშების ფინალურ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გუნდი გადავიდა: ვაკიჯვრის "ტოლსტოევსკი," ასკანის ,"ლოგოსი 2,'' შემოქმედის "ლოგოსი" და ქვემო ნატანების გუნდი – "ჯეოკლასიკი."
საფინალო შეხვედრა დღეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის კაფე "რვას+1-ში" გაიმართა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და საჩუქრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ სირბილაშვილმა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა ხათუნა ჯაბუამ გადასცეს.
ინტელექტთამაშების ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ახალგაზრდული განყოფილება.