"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, დღეს, ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "უპატრონო, უკონტროლო, უწესო სივრცე დაერქმევა ქვეყანას".
"აქციაც სწორია, სოლიდარობა და ეთიკის ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული მინისტრების გადაწყვეტილებასაც მივესალმები, გავიგე რომ ძალოვანებიც შეხვდნენ პრემიერს, მაგრაააააამ……….. ეს საქმე უახლოეს დღეებში არ გაიხსნება და ქვეყანას შეუძლია სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია აღარ ჰქონდეს! უპატრონო უკონტროლო უწესო სივრცე დაერქმევა ქვეყანას! პ.ს. ერთი ორი თახსირი სახელისუფლებო პარლამენტარის ირონიანარევი კომენტარიც ვნახე! ბინძური სულის პატრონებს ბინძური პერსპექტივა გაქვთ! დაიმახსოვრეთ!", _ წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.