შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "გლოკის" ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.