"ბიზნეს კურიერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები გურიის და კახეთის გუბერნატორებმა დატოვეს.
"ამ კვირაში დიდი წმენდა დაიწყო მთავრობაში. კახეთის და გურიის გუბერნატორები წავიდნენ და ალბათ ქვედა რგოლებიდანაც მიყვებიან მათი დანიშნულები." – თქვა გადაცემის დასასწყისში "ბიზნეს კურიერის" წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა.
"ბიზნეს კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე.
"ბიზნეს კურიერებმა და კურიერებმა მიხედონ თავიანთ საქმეს. გია სალუქვაძე კაბინეტში ზის და აგრძელებს მუშაობას. ძალიან უნდათ ჩემი წასვლა. მათ გავრცელებულ ინფორმაციაზე ეს ანდაზა გამახსენდა "მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო". – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას გია სალუქვაძემ.