https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო ედუარდ შევარდნაძის ნათესავი, რომლის მოკვლისთვის მთავრობას ჯილდო ჰქონდა დაწესებული

9:03; 13.03.2016
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ისტორიულ წყაროებში ქართველი ფირალად, ტერორისტად და რევოლუციონერად მოხსენიებული დათიკო შევარდნაძე  1875 წლის 9 ივნისს, ოზურგეთში, სოფელ ასკანაში დაიბადა. იგი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ნათესავი ბაბუის ძმა გახდათ.

სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა ოზურგეთის პროგიმნაზია (სამაზრო სასწავლებელი). სამი წელი მუშაობდა ნოვოროსიისკში პორტის მუშების უფროსად.

ბრწყინვალედ იცოდა რუსული ენა და სხვადასხვა დროს მუშაობდა ასკანის, ჩოხატაურის, ბასილეთის, ლიხაურის სასოფლო საზოგადოებების მწერლად. მუშაობდა სოფელ გორაბერეჟოულში თავად ერისთავის მდივნად და საქმისმწარმოებლად.

დაჯილდოებული იყო პოეტური ნიჭითაც და წერდა ლექსებს, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო, საკუთარ ცოდნას ახმარდა გურიის რევოლუციურ კომიტეტს, აკეთებდა ყალბ საბუთებსა და პასპორტებს. იყო შესანიშნავი ჩუბინი, მაუზერით შეეძლო ტელეგრაფის ძაფის გაწყვეტა.

ხალხში მის შესახებ ლეგენდები დადიოდა. ერთხელ გაიგეს, რომ ბახმაროში იმალებოდა და პრისტავი მის დასაჭერად სტრაჟნიკებთან ერთად გაემართა, მაგრამ გზაში დახვდათ შევარდნაძე, რომელაც დასძახა "გაგწყვიტავთ ყველასო". სტრაჟნიკებს შეეშინდათ, უკან დაბრუნდნენ და ხმა გაავრცელეს, შევარდნაძეს პირში ზარბაზანი ჰქონდაო.

ექომაგებოდა გლეხებს. ერთხელ შეიპყრო ყაჩაღი, რომელმაც ერთ გლეხის ცოლი გააუპატიურა და ყაჩაღი ამავე გლეხს მიჰგვარა მოსაკლავად, მაგრამ გლეხმა კაცის მოკვლა ვერ გაბედა, ცოდვას ჩემს თავზე ვერ ავიღებო.

დაპირისპირება რევკომთან

ჩოხატაურში კომიტეტის დავალებით ტერორისტმა მახარაძემ მოკლა შპიონი შალიკაშვილი, რომელიც შევარდნაძის ნათლია იყო. იმ პერიოდში შევარდნაძეს დავალებული ჰქონდა შპიონ ქამჯარაძის მოკვლა. დავალების შესასრულებლად ის ტერორისტ გოგიტიძესთან ერთად იყო წასული.

ტერორისტებმა ქამჯარაძე ვერ ნახეს, უკანა გზაზე კი სიმღერით ბრუნდებოდნენ, თუმცა შევარდნაძეს მუსიკალური სმენა არ ჰქონდა. მათ გზაზე შევარდნაძის ნათლიის მკვლელი მახარაძე შეხვდათ, რომელმაც სიმღერის გამო მათ დასცინა და შეტაკება მოხდა. გოგიტიძემ მახარაძე მოკლა, ხოლო თავად კი დაიჭრა. მახარაძის მკვლელობა შევარდნაძეს დაბრალდა, რადგან ეს ამბავი შურისძიებად მიიჩნიეს. რევოლუციურმა კომიტეტმა შევარდნაძეს სიკვდილი დაუნიშნა.

გურიის რევოლუციურმა კომიტეტმა მასზე სამჯერ მოაწყო ტერაქტი. როგორც წესი, კომიტეტის მიზანში ამოღებულ მსხვერპლს ვერაფერი უშველიდა, თუმცა შევარდნაძე გამონაკლისი აღმოჩნდა. მასზე ნადირობდა როგორც ხელისუფლება, ასევე რევოლუციური კომიტეტი.

ასკანაში მას სტრაჟნიკი ჩაუსაფრდა, მაგრამ შევარდნაძემ დაასწრო და მოკლა იგი. სტრაჟნიკის მკვლელობის გამო სოფელში ეგზეკუჩია ჩააყენეს და 3000 მანეთი ჯარიმა დაარიცხეს. შევარდნაძემ წერილი მისწერა პრისტავს და ასკანის დატოვება მოსთხოვა.

პრისტავმა იმავე დღეს დატოვა სოფელი. ერთხელ მას ასკანაში დუქნის წინ სძინებია, ურიადნიკს რამდენიმე სტრაჟნიკთან ერთად ჩაუვლია, მაგრამ შევარდნაძის დანახვაზე უკანმოუხედავად გაპარულან. ერთხელ სოფელ ბასილეთში უშედეგოდ დაესხნენ თავს.

1904 წელს 27 სექტემბერს ბახვის გზაზე მას ორი ტერორისტი, პორფილე გოგიძე და ბასილია ჩაუსაფრდნენ. შევარდნაძე თავიდან გაიქცა, მაგრამ მოულოდნელად მობრუნდა და ბასილია მძიმედ დაჭრა.  იმავე წელს მას ჩოხატაურის ბაზარში დაესხნენ თავს და ხელსა და მკლავში დაჭრეს.

შევარდნაძემ თავი ნაბდით გადაირჩინა. მან ნაბადი დადგა, თავად კი გაიქცა. თავდამსხმელებს ნაბადი ადამიანი ეგონათ და მას დაუშინეს ტყვია.

ჩოხატაურში ამ ფაქტის გამო სპეციალურად გუბერნატორი ჩავიდა და შევარდნაძეს მოსთხოვა, გაეცა თავდამსხმელები. სანაცვლოდ პირდებოდა სამსახურს და ფულად ანაზღაურებას, ხოლო ასკანასა და ჩოხატაურს გადასახადი დაუწესეს, რათა დამხდურები გაეცათ. ამ ხერხმა ვერ გაჭრა და გუბერნატორი ოზურგეთში გაბრუნდა. კომიტეტმა რომ ნახა, შევარდნაძემ ისინი არ გასცა, მოსარიგებლად შვიდი კაცი მიუგზავნა. მას მადლობა გადაუხადეს და საკუთარი დანაშაული აღიარეს.

შევარდნაძე მომჯობინდა, მაგრამ გურიაში მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა და სამეგრელოში, სხვა ცნობებით კი რაჭა-ლეჩხუმში გადავიდა და იქ გააგრძელა არალეგალური საქმიანობა. მალე შევარდნაძე დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. ერთხელ ციხის ეზოში ყოფნისას მოკლული მახარაძის ნათესავს მისთვის დაუყვირია _ მოღალატევ, ჯაშუშო, კაცის მკვლელოო.

ამ საქმეს ნათელი რომ მოფენოდა, კომიტეტმა გამოძიება დანიშნა და შევარდნაძის სიმართლე დაამტკიცა. 1905 წელს შევარდნაძემ ციხე დატოვა. უცნობია, ის გაათავისუფლეს თუ გაიქცა. მალე ის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდა, ასისთავად დაინიშნა და მოძრაობის ყველაზე განთქმული და საშიში წევრი გახდა. შევარდნაძე აქტიურად მონაწილეობდა რაზმის წევრთა გაწვრთნა-მომზადებაში.

რაზმელებს კვირაში ორჯერ ასწავლიდნენ საბრძოლო იარაღის ხმარებას, სროლას და უტარებდნენ ტაქტიკურ მეცადინეობას. შევარდნაძე ერთ-ერთი გამოჩენილი მეთაური იყო ნასაკირალის ბრძოლისა.

1905 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთიდან 14 კილომეტრის მოშორებით წითელრაზმელებმა კაზაკებს ბრძოლა გაუმართეს, დაამარცხეს ისინი და უკუაგდეს.

მონაწილეობდა 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაში სულთან კრიმ-გირეისთან, როდესად გურულებმა მეფის ელჩს ბახვის მანიფესტი წარუდგინეს. 1906 წლის ბოლოს შევარდნაძე, როგორც რევოლუციური მოძრაობის ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წევრი, მონაწილეობს წითელრაზმელთა ერთიანი წარმომადგენლების შეკრებაში, რომელიც კახეთში გაიმართა.

მას შემდეგ, რაც წითელი რაზმი ფაქტობრივად დაიშალა, გადარჩენილები პატარა ჯგუფებად დაიყვნენ და ისე მოქმედებდნენ. შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი და ისაკი თოიძე სულ ერთად იყვნენ.

სხვადასხვა წლებში შევარდნაძემ სიცოცხლეს გამოასალმა ხიდისთავის მამასახლისი თავართქილაძე, ჯაშუში სიმონიშვილი, ანთაძე, სიამაშვილი, სტრაჟნიკების მეთაური აჭარელი ქუცურ-ბეგი და სხვები. ეს უკანასკნელი მან ტერორისტ მათითაიშვილთან ერთად გორაბერეჟოულში ერისთავის სასახლის წინ მოკლა.

შევარდნაძის დაჭერის ან მოკვლისთვის მთავრობამ 800 რუბლი დააწესა. ჯილდოს მიღების ბევრი მსურველი გამოჩნდა, მაგრამ ვერავინ მოიხელთა. ერთხელ მოწამლეს კიდევაც, მაგრამ გადარჩა. ორი ოჯახი, ჭელიძე და სიამაშვილი ცდილობდა მის დაჭერას. შევარდნაძე გრძნობდა საშიშროებას და ბინას ბინაზე იცვლიდა. ერთხელაც, ღამის გასათევად მოსე ჭელიძესთან მივიდა. იქ სუფრა გაიშალა და შევარდნაძეს მოწამლული არაყი დაალევინეს.

მოწამლული დათიკო შეუძლოდ შეიქმნა თურმე. დილით კი, წასვლა რომ დააპირა, ნახა, რომ თოფში მასრა არ იყო.  ეს მოსეს ძმა, ფენია ჭელიძეს გაეკეთებინა.

ჭელიძეებს შევარდნაძის სახლში გაჩერება უნდოდათ, იცოდნენ, რომ პრისტავი სტრაჟნიკებთან ერთად უკვე გზაში იყვნენ. შევარდნაძემ თავისი არ დაიშალა და გავიდა, ჭიშკართან კი ყვითლად აღებინა.

მაშინ მიხვდა, რომ ნამდვილად მოწამლული იყო. იმდენად იყო დასუსტებული, თოფი თავის თანმხლებ პატარა ბიჭს გადასცა. ვანისქედიდან ასკანაში მიმავალი შევარდნაძე პრისტავებსა და სტრაჟნიკებს გადაეყარა. პრისტავს ის მეტყევე ეგონა, მაგრამ ბახველმა სტრაჟნიკმა ბაჯელიძემ იცნო და სროლა დაუწყო. სასიკვდილოდ დაჭრილმა შევარდნაძემ მოასწრო რამდენიმეჯერ გასროლა, ერთი ცხენი მოკლა და სტრაჟნიკი დაჭრა.

შევარდნაძის სიკვდილის შემდეგ ასკანაში მისმა მეგობრებმა, ტერორისტებმა კიკია მამულაშვილმა, გოგია ღლონტმა, დათა მიქელაშვილმა და სხვებმა მოიყარეს თავი. თავდაპირველად ისინი სტრაჟნიკებსა და პროსტავზე ტავდასხმას გეგმავდნენ, მაგრამ ექვსი მოხელის მოკვლის შემთხვევაში სოფელს გადაწვა ელოდა და ამ გეგმაზე ხელი აიღეს.

მიუხედავად ამისა, კიკია მამულაშვილი და ისაკი თოიძე 20 სექტემბერს სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ და ორი სტრაჟნიკი მოკლეს, მათვე მოკლეს ფენია ჭელიძე. ფირალებმა შევარდნაძის საფლავზე მარსელიეზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ. მელქისედეკ გუნთაიშვილმა შევარდნაძეს ლექსიც უძვნა. სტრაჟნიკების მოკვლის გამო გუბერნატორი ჩავიდა ასკანაში, მოითხოვა დამნაშავეთა გაცემა და სოფელი 6680 რუბლით დააჯარიმა. შევარდნაძის ცოლი და დედა წაიყვანეს ოზურგეთში დაკითხვაძე, მაგრამ მალე გაათავისუფლეს

დათიკო შევარდნაძის შესახებ ბევრი ჩანაწერი და მოგონება არსებობს. მის შესახებ ვკითხულობთ უცნობი გურულის დღიურშიც,  რომელიც გამოქვეყნებულია წიგნში "გურული ფირალები":

ერთხელ ფირალი დათიკო შევარდნაძის გამო სოფელში ეგზეკუცია ჩააყენეს და მოსახლეობას უზარმაზარი გადასახადი შეაწერეს. შევარდნაძე მოთმინებიდან გამოვიდა და პრისტავს წერილი მისწერა: 

"…აგი წერილი მიიღოთ თვარა, მაშინათვე დატიეთ ასკანა, თვარა სულყველას ამოგხოცავთ. თუ ჩემი შეხვედრა გინდებიან, პარასკევს ჩამუალ ჩოხატაურში და დამხთით…” 

პრისტავმა მიიღო თუ არა წერილი, იმავე დღეს გაიპარა ასკანიდან. შევარდნაძის, როგორც ცეხცლისა რომ ეშინოდათ, ამას ერთი ფაქტიც მეტყველებს: მთვრალ შევარდნაძეს დუქნის ყაფანზე ეძინა. ჩამოიარა ურიადნიკმა რამდენიმე სტრაჟნიკთან ერთად. ნაბადზე წამოგორებული დათიკო რომ დაუნახავთ უკანმოუხედავად გაქცეულან. 

გლეხებმა დათიკო გააღვიძეს _ თავს უშველეო.

ფირალმა სტრაჟნიკებს ერთი მაგრად შეუკურთხა და მეორე მხარეს გადატრიალდა. ერთხელ კი შევარდნაძე თავის ამქრებთან ერთად კანცელარიას დაესხა თავს. შეშინებული პრისტავი კალანდია ბუხარში დაიმალა.

სტატიაში გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20 თებერვალი, 2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026

ბაქლავა

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დღემდე შეუსწავლელი ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სახეზეა ოჯახები, რომელთაც”- სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა გადამოწმება იწყება

11:46; 20.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

11:41; 20.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10:52; 20.02.2026
სამართალი

“ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე,  ნაცნობს განზრახ შეეჯახა”

10:31; 20.02.2026
სამართალი

სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10:28; 20.02.2026
ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20.02.2026
საზოგადოება

შტორმმა ქობულეთის ბულვარში პარკის ინფრასტრუქტურა დააზიანა

10:16; 20.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ბოროტი და აგრესიული ზოდიაქოს ნიშნები

10:06; 20.02.2026
ზაფრანი

ვის არ უმართლებთ სიყვარულში

10:02; 20.02.2026
ზაფრანი

ზუსტი ჰოროსკოპი სიყვარულსა და ქორწინებაზე

9:58; 20.02.2026
ზაფრანი

რომელ ქალებს გაურბიან მამაკაცები

9:54; 20.02.2026
სამართალი

შსს-ს თანამშრომელმა პირად ავტომობილში, იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა – “მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა კონფლიქტი თანმხლებ პირთან”

9:51; 20.02.2026
სამართალი

სასამართლომ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

9:44; 20.02.2026
საზოგადოება

შტორმი ქობულეთში – ვიდეო ადგილიდან

19:29; 19.02.2026
საზოგადოება

რა თქვეს კვების პროდუქციის მწარმოებლებმა ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე

19:20; 19.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო